вторник, 21 июня 2016 г.

დღე  მეცხრე.

დღეს ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პორტფოლიო. თითოეულმა  გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. შევუფასეთ ერთმანეთს ნამუშევრები. მოვისმინეთ წინადადებები, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად, რაც დაგვეხმარება შემდგომ მუშაობაში.






აღნიშნულმა ტრენინგმა  კარგად დაგვანახა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სწავლება, რაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები.ტრენინგი დამეხმარება მოსწავლეები დაბალი სააზროვნო უნარებიდან  გაადვილებული გზებით  გადავიყვანო მაღალ სააზროვნო უნარებზე:კვლევა-ძიება, დასკვნების გაკეთება, შეფასება.გვაძლევს საშუალებას კლასის ყველა მოსწავლე ჩავრთო მუშაობაში. ცოდნასთან ერთად მოსწავლეები იძენენ 21 საუკუნის საჭიროებებზე მორგებულ უნარ-ჩვევებს.სწავლობენ როგორ მართონ თავიანთი სწავლის პროცესი.მუშაობა ძალიან შრომატევადი გამოგვივა, მაგრამ თუ შევძელით მასში მოსწავლის ჩაყოლიება, მოვახერხებთ მისდა შეუმჩნევლად დავეხმაროთ მასალის შესწავლაში, რითაც ჩვენი მიზანიც იქნება მიღწეული.

понедельник, 20 июня 2016 г.

დღე მერვე.


ტრენინგი დასასრულისაკენ მიიწევს. ყველა დღე ბევრი ახალი ინფორმაციებითაა დატვირთული, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუშაობის პროცესს.ყველაზე საჭირო ინფორმაცია მივიღეთ დღეს. ვისწავლე როგორ მოვირგო ფასილიტატორის როლი. ვისწავლე, როგორ  შევთავაზო მოსწავლეებს ისეთი ტექნოლოგიური რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს წაახალისებს, თამაშებით, სიმულაციებით მიიყვანს გარკვეულ ცოდნამდე, ვისწავლე  როგორ გავხადოკლასი მოტივირებული მიცემული მასალის შესასწავლად.

воскресенье, 19 июня 2016 г.

დღე მეშვიდე.
დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული. ვისაუბრეთ შეფასებების რუბრიკებზე, მოსწავლეთა საჭიროებებისა და უნარ -ჩვევების გათვალისწინებით, ასევე მათ ინტერესებებზე მორგებით შეფასებაზე,  მუშაობის პროცესში გარნერისა და ბლუმის მატრიცას გათვალისწინებით.  

суббота, 18 июня 2016 г.

დღე მეექვსე
დღევანდელ დღეს მოვირგე მოსწავლის როლი.  ცხადი გახდა ჩემთვის რომ, პროექტზე მუშაობის პროცესსი მოსწავლე სიღრმისეულად სწავლობს შესასწავლ  მასალას. რამდენად სახალისოა მათთვის ტექნიკური საშუალებების გამოყენება, ამის როგორი უნარ-ჩვევები გააჩნიათ.როგორ ამაღლდა მათი სწავლის მოტივაცია.  

пятница, 17 июня 2016 г.

დღე-5

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ჩავწვდი საკომუნიკაციო ურთიერთობებს, ამ მიმარტებით შევიძინე საჭირო უნარ-ჩვე ვები. გავიგე ჩატში ჯგუფის შექმნის, ვიდეო ზარის განხორციელების საკითხებს, რომელიც დამეხმარება მუშაობის პროცესში.

воскресенье, 5 июня 2016 г.

დღევანდელი დღით განვიმტკიცე ცოდნა, როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ზოგადი, თემატური დაშინაარსობრივი კითხვების შედგენაში. მთავარი კი იყო ის, რომ კარგად გავიაზრე, როგორ შევაფასო მოსწავლეები პროექტზე მუშაობის ცალკეულ ეტაპებზე, რა მეთოდები გამოვიყენო და როგორ მოვახდინო შეფასება, რა მიზნებს ემსახურება შეფასება. 

суббота, 4 июня 2016 г.

დღე მესამე.
დღევანდელი დღეც იყო საინტერესო. გადავედით მეორე მოდულზე.ვიმუშავეთ პროექტის დაგეგმვაზე.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა საკმაოდ რთული იყო . ტრენერის მცდელობით მოვახერხე ჩავწვდომოდი ზოგადი და თემატური კითხვების არსს. შედარებით გამიადვილდა შინაარსობრივი კითხვების შედგენა. შევძლებ ეს ყველაფერი მოსწავლეებამდეც  კარგად მივიტანო.

воскресенье, 29 мая 2016 г.

დღე მეორე.   ვისწავლე  ბევრი რამ. თუ როგორ შეიძლება პუბლიკაციების, ბროშურების შექმნა ასევე თუ როგორ გავუკეთო ჩემს მუშაობას პიარი.ასევე, როგორ დავეკონტაქტო მოსწავლეებს მათი ნაშრომების გადასამოწმებლად.

суббота, 28 мая 2016 г.

dRe pirveli

დარწმუნებული ვარ ეს ტრენინგი დამეხმარება  კარგად გავიაზრო როგორ მოვახერხო ჩემი გაკვეთილები როგორ გავხადო უფრო საინტერესო. ამისათვის როგორ გამოვიყენო კომფიუტერში არსებული მასალა პრექტზემუშაობისას.